Image
Image

პატივცემულო სტუმრებო, ფორუმის მონაწილეებო,

წელს პირველად საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას – ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმს. საქართველოს სამეცნიერო სივრცეში იქმნება დიალოგის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამით გათვალისწინებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების ფორუმის ფორმატით განხილვას ისახავს მიზნად. ფორუმი ინტერდისციპლინური ხასიათის ღონისძიებაა და მის ფარგლებში სხვადასხვა დარგის მეცნიერებს საშუალება ექნებათ გამართონ დიალოგი მნიშვნელოვან სამეცნიერო საკითხებზე.

2021 წელს ფორუმი ეძღვნება კოვიდ-19-ის პანდემიას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. პანდემიით შექმნილი სიტუაცია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო მის განხილვაში.

საქართველოს ეროვნული ფორუმი მრავალპროფილიანი და ინტერდისციპლინურია, აერთიანებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:

  • ჯანდაცვა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები
  • განათლება და ფსიქოლოგიური მეცნიერებები
  • პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია

მსურს წარმატებები ვუსურვო ფორუმის მონაწილეებს, სტუმრებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ახალი პლატფორმა იქნება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი საშუალება.

ვუსურვებ მონაწილეებს ნაყოფიერ სამუშაო პროცესს და საინტერესო დისკუსიას!

Image

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მეტის ნახვა

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მეტის ნახვა

Copyright © 2022 ScienceForum / Site is under constructioninfo@scienceforum.ge