20

ფორუმის გახსნა

დეკემბერი 14:00 საათზე Live Stream
2021 წლის 20-21 დეკემბერს საქართველოში პირველად გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.

ეროვნული სამეცნიერო ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება. ფორუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა ჩართულობას ითვალისწინებს.

2021 წლის ეროვნული სამეცნიერო ფორუმი Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხების განხილვას დაეთმობა. ღონისძიება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები. 
Image
Image
პატივცემულო სტუმრებო, ფორუმის მონაწილეებო

წელს პირველად საფუძველი ეყრება ახალ ტრადიციას – ეროვნულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ფორუმს. საქართველოს სამეცნიერო სივრცეში იქმნება დიალოგის პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამით გათვალისწინებული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების ფორუმის ფორმატით განხილვას ისახავს მიზნად.

მეტის ნახვა


Image

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მეტის ნახვა

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მეტის ნახვა

Copyright © 2022 ScienceForum / Site is under constructioninfo@scienceforum.ge