Image

2021 წლის 20-21 დეკემბერს საქართველოში პირველად გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებისა და აქტუალური თემების განხილვასა და შეჯამებას ისახავს მიზნად.

ეროვნული სამეცნიერო ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად გაიმართება. ფორუმი ინტერდისციპლინური ხასიათისაა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა ჩართულობას ითვალისწინებს.

2021 წლის ეროვნული სამეცნიერო ფორუმი Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხების განხილვას დაეთმობა. ღონისძიება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები. 

20 დეკემბერს ფორუმი ჰიბრიდულ რეჟიმში გაიხსნება სექციური პანელებით. პანელებში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, რომლებიც კოვიდ-19 პანდემიას სხვადასხვა სამეცნიერო კონტექსტში, დიალოგის ფორმატში განიხილავენ. ფორუმის გახსნა და პანელური სესია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართება - ადგილზე მხოლოდ პანელური მომხსენებლების მონაწილეობით და პირდაპირი ტრანსლირებით გადაიცემა ფორუმის ვებ პლატფორმასა და სოციალურ მედიაში.

21 დეკემბერს ფორუმი ონლაინ ფორმატში სამ სექციად განაგრძობს მუშაობას და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: ჯანდაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებს, განათლებასა და ფსიქოლოგიურ მეცნიერებებს, პოლიტოლოგიას, ეკონომიკასა და სოციოლოგიას.

პირველი ეროვნული სამეცნიერო ფორუმით გაიხსნება მეცნიერების კვირეული, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება.
Image
Image

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მეტის ნახვა

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
მეტის ნახვა

Copyright © 2022 ScienceForum / Site is under constructioninfo@scienceforum.ge